სიახლეები
-
27 აპრილი 2018თქვენი რეკლამა
ავსტრიული როზენბაუერი საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს
ავსტრიული კომპანია “როზენბაუერი” საქართველოში სახანძრო ტექნიკის წარმოებას დაიწყებს. საწარმო „დელტას“ ბაზაზე ამოქმედდება.
ავსტრიული კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, გიორგი მღებრიშვილისა და კომპანია “როზენბაუერის” აღმასრულებელ დირექტორ, დიტერ სიგელის შეხვედრაზე იქნა მიღებული.
“დადგა დრო, როდესაც აუცილებელია საქართველოში მოხდეს სახანძრო-სამაშველო ტექნიკის სრული გადაიარაღება. ჩვენ შევარჩიეთ კომპანია “როზენბაუერი”, რომელთან თანამშრომლობითაც მოვახერხებთ დასახული გეგმების განხორციელებას. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი” - განაცხადა შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა.
“როზენბაუერის” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანია დაინტერესებულია, რომ პირველი ქართულ-ავსტრიული სახანძრო მანქანა უმოკლეს დროში აეწყოს.
“მიხარია რომ საქართველოს სახანძრო ტექნიკის შეძენის კუთხით დიდი გეგმები აქვს. თანამშრომლობის ყველა ფორმისთვის მზად ვართ. ჩვენი სახანძრო მანქანების ბოლო მოდელები ისეა დამზადებული, რომ მარტივად მოხდეს მისი აწყობა სხვა ქვეყანაშიც. ჩვენ ორიენტირებულები ვართ ხარისხსა და სანდოობაზე. “როზენბაუერის” სახანძრო მანქანებს 25-წლიანი გარანტია აქვს”, - აღნიშნა დიტერ სიგელმა.




