მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  აპრილი  2018

    წყალტუბოს მინი-ქალაქში პირველი ეტაპის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

    წყალტუბოს მინი-ქალაქთან დაკავშირებით „კომერსანტისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პროექტს თურქული კომპანია „ასალ ინშაათი“ ახორციელებს, რომლის წარმომადგენელი კახა ბაბუნაშვილი განმარტავს, რომ პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, დაწყებულია გაყიდვებიც.



    ბაბუნაშვილი განმარტავს, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები ძირითადად 2 სართულიანი, ინდივიდუალური სახლების და კორპუსების მშენებლობას ითვალისწინებს. მისივე თქმით, უკვე აშენებულ შენობებში გაყიდვები უკვე დაწყებულია.



    ბაბუნაშვილის განცხადებით, წყალტუბოს მინი-ქალაქში 1 კვადრატული მეტრი 400 აშშ დოლარად იყიდება. მისივე ინფორმაციით, პროექტში ბინის შეძენით ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა ინტერესდება.

     

     

    როგორც ბაბუნაშვილი განმარტავს, არსებულ პროექტში ცვლილებები შევიდა. კერძოდ, თავდაპირველად თუ დაგეგმილი იყო 24 000 კვადრატული მეტრის ინდივიდუალური სახლებით ათვისება, განახლებული პროექტით, დაგეგმილია 12 000 კვადრატულ მეტრზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა.



    მისი მტკიცებით, განახლებულ პროექტს ინვესტორი კომპანია დაახლოებით 2 კვირაში წარმოადგენს, რომლის შემდეგაც უკვე დოკუმენტაცია წყალტუბოს გამგეობაში სამშენებლო ნებართვის მისაღებად შევა.განახლებული პროექტით მინი ქალაქში 6 სართულიანი კორპუსებიც აშენდება.

    ინფრასტრუქტურის სრულად განვითარება 2018 წლის ზაფხულისთვის იყო დაანონსებული. თუმცა, ვადებმა პროექტში ცვლილებების შეტანის გამო შესაძლოა, გადაიწიოს.



    პროექტის მიხედვით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზედა მესხეთის ტერიტორიაზე მინი ქალაქი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონი დოლარია, თუმცა, როგორც ბაბუნაშვილი განმარტავს, განახლებული პროექტის ფარგლებში შესაძლოა, ინვესტიციის ოდენობაც დაკორექტირდეს.



    მინი ქალაქში იქნება საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები და სხვა.
     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები