სიახლეები
-
26 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალი ოფისის მშენებლობისთვის 1,2 მილიარდი ევრო დაიხარჯა
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლები ივნისიდან ახალ შენობაში გადადიან, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ნატო-ს წარმომადგენელმა პიერს კაზალეტმა განაცხადა. მოქმედ შენობაში ხვალ ბოლო მინისტერიალი გაიმართება, სადაც ნატო-ს წევრი საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ივნისში კი თავდაცვის მინისტერიალს ახალი შენობა უმასპინძლებს, რომლის მშენებლობისთვის 1,2 მილიარდი ევრო დაიხარჯა.
ნატო-ს ახალი ოფისის მშენებლობის გადაწყვეტილება ალიანსმა 1999 წელს, ვაშინგტონის სამიტზე მიიღო, თუმცა მშენებლობა 2010 წელს დაიწყო.მდებარეობა: ბრიუსელი, ბელგია
პროექტი დასრულდა 2017 წელს
მიწის ფართობი: 41 ჰეკტარი
პროექტის ფართობი: 250,000 კვ.მ
შენობის სიმაღლე: 33.50 მეტრი
ტეგები