მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  ივნისი  2016

    საქართველოს ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მშენებლობას შეაქვს

    2016 წლის პირველ კვარტალში, 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა (რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი - მშპ) 2.6%-ით გაიზარდა. ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამთომომპოვებით მრეწველობაში (29%) და მშენებლობაში (25.7%) დაფიქსირდა. ტრანსპორტის და ელექტროენერგიის წარმოება-განაწილების სექტორები კი შემცირდა შესაბამისად 1.1 და 3.1%-ით.

    საბოლოოდ, რომელი სექტორი რა წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში, ეს ზრდის ტემპთან ერთად, თავად ამ სექტორის სიდიდეზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, ყველაზე დიდი წვლილი 2.6%-იან ეკონომიკურ ზრდაში შეიტანა მშენებლობამ (1.55 % წილი). ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ სექტორში დაფიქსირებული ზრდის გარეშე, ქვეყნის ეკონომიკა დაახლებით 1%-ით გაიზრდებოდა, ნაცვლად 2.6%-ისა. მშენებლობის შემდეგ ყველაზე მაღალი წილი მოდის უძრავი ქონებით ოპერაციებზე (0.5% წილი). მესამე ადგილზეა საფინანსო საქმიანობა 0.34% წილით.

     

     

     

    ავტორ(ებ)ი : forbes.ge


პარტნიორები