მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  აპრილი  2018

    ონის ჰესების კასკადის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება

    ონის ჰესების კასკადის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ფერი“ ამჟამად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოზე ზემოქმედების შეფასებაზე დასკვნას ელოდება.


    კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი აცხადებს, რომ პროექტის განხორციელება გასული წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიას შენიშვნების გათვალისწინება სთხოვა. მისი თქმით, პროცესიც ამიტომ გაჭიანურდა.


    მისი ინფორმაციით, მას შემდეგ რაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების დადებითი დასკვნა მომზადდება, კომპანია მშენებლობის ნებართვის მისაღებად განაცხადს ეკონომიკის სამინისტროში შეიტანს.

    მისი განცხადებით,კერძო პირებისგან მიწების გამოსწყიდვის პროცესი დასრულებულია.


    კასკადი რიონზე 2 ჰესის სადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, მთლიანი დადგმული სიმძლავრე 200 მგვტ. იქნება. 2021 წლისთვის ექსპლოატაციაში 80 მეგავატი სიმძლავრის ჰესი შევა, 2026 წლისთვის კი მეორე - 120 მეგავატის სიმძლავრის. კასკადების პროექტი მოსახლეობის განსახლებას არ ითვალისწინებს.


    პროექტის ჯამური ღირებულება 330 მილიონი დოლარია. კონტრაქტის პირობების მიხედვით, გამომუშავებული ელექტროენერგია პირველი 15 წლის განმავლობაში სრულად საქართველოში დარჩება.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები