სიახლეები
-
25 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
ბათუმის იახტკლუბის განვითარებაში 3 მილიონი ჩაიდება
„სილქ როუდ ჯგუფი“ და „თანაინვესტირების ფონდი“ ბათუმის იახტკლუბის და მიმდებარე ტერიტორიის განვითარების პროექტს ზაფხულისთვის წარადგენს - ასეთია „სილქ როუდ ჯგუფთან“ აფილირებულ კომპანია „რივიერასთან“ გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების პირობები.
აჭარის მთავრობამ კომპანიას იახტკლუბი და მიმდებარე ტერიტორია 20 წლით, სიმბოლურ 1 - ლარიანი იჯარით 2017 წლის დეკემბერში გადასცა და 2021 წლამდე 3 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადება მოსთხოვა.
გეგმის მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უზრუნველყოს იახტკლუბის განვითარების პროექტის (ნავსაყუდელი, იახტკლუბი რესტორნით, პლაჟი, მშრალი დოკი, სახელოსნო, მცურავი საშუალებების (ნავი, იახტა და ასე შემდეგ) ტიპი, კლასი და რაოდენობა) შემუშავება.
12 თვეში "რივიერამ" ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს და 2021 წლის 31 დეკემბრამდე კლუბი უნდა გახსნას.
შპს „რივიერას“ 100% -იანი წილი ეკუთვნის ნიდირლანდებში რეგისტრირებულ „ესარჯი რიალ ისთეითს“, რომელიც საქართველოში სულ 8 კომპანიის მეწილეა. მათ შორისა „წინანდლის ვილები“, „ეფ ტელეკომი“, „მედეა ოფერეითინგ კომპანი“, „რივიერა“, „სილქ როუდ ბიზნეს ცენტრი“, „ესარჯი რიალ ისთეით“, „ლიმონი რიალ ისთეითი” და „აჭარა ინვესტმენტსი“.
ბათუმის იახტკლუბის „სილქ თაუერის“ პროექტის ნაწილია. ყოფილი „ტრამპ თაუერის“ პროექტის I ეტაპში იყო ჩადებული იახტკლუბის კეთილმოწყობა და განვითარება, რაც ასევე გულისხმობს იახტ კლუბის გასწვრივ განლაგებული პრომენადის მოწყობას.
შეგახსენებთ, „სილქ თაუერის“ მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.ტეგები