მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  აპრილი  2018

    ტეხურის კასკადის მშენებლობა სავარაუდოდ, 2018 წლის დეკემბერში დაიწყება

    ტეხურის კასკადის მშენებლობა სავარაუდოდ, 2018 წლის დეკემბერში ანუ მას შემდეგ დაიწყება, რაც მთავრობა კასკადის ინვესტორ კომპანიასთან მემორანდუმს ხელახლა გააფორმებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ტეხური ენერჯის“ გენერალურმა დირექტორმა მოგელი ტყებუჩავამ განუცხადა. როგორც ცნობილია, პროექტის ინვესტორი ისრაელური კომპანია „რაზგალ ენერჯია“, რომელიც კომპანია „ტეხური ენერჯის“ ფლობს.


    ისრაელელი ინვესტორები მარტვილის რაიონის სოფელ ლებარდეში 3 მცირე ჰესის მშენებლობას და კურორტ „ლებარდეს“ განვითარებას გეგმავენ.


    ტყებუჩავა აცხადებს, რომ კომპანიას კასკადის მშენებლობა გასულ წელს უნდა დაეწყო, თუმცა, კანონმდებლობაში ცვლილების გამო ხელახალი ტენდერის გამოცხადება გახდა საჭირო.


    „მთავრობამ 2018 წლის 21 თებერვალს გამოსცა განკარგულება იმასთან დაკავშირებით, რომ „ტეხური ენერჯისა“ და ეკონომიკის სამინისტროს შორის მემორანდუმი 21 ივნისამდე გაფორმდეს. ამ ეტაპზე ორივე მხარეს შორის მემორანდუმის პირობების შეთანხმება მიმდინარეობს“-განმარტავს ტყებუჩავა.

    მისი თქმით, უკვე შერჩეულია ავსტრიულ-თურქული სამშენებლო კომპანია, რომელიც კასკადს ააშენებს. რაც შეეხება გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფს, ტყებუჩავა აცხადებს, რომ 1 კვტ/სთ-ი 6 ცენტით განისაზღვრა.

    ტყებუჩავას განცხადებით, მშენებლობის დასრულება მშნებლობის დაწყებიდან 30 თვეში იგეგმება.

    მისივე თქმით, ებრაული კომპანია ტეხურის კასკადის მშენებლობაზე 250 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. პროექტი მოიცავს მდინარე ტეხურაზე 3 მცირე ჰესის მშენებლობას, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 114 მეგავატი იქნება.

    რაც შეეხება კურორტ ლებარდეს განვითარებას, ტყებუჩავა აცხადებს, რომ ებრაული კომპანია კურორტის განვითარებით დაინტერესებულია.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები