მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  აპრილი  2018

    ფოთიდან ევროკავშირის მიმართულებით, შესაძლოა, წყალქვეშა ენერგოგადამცემი ხაზი აშენდეს

    საქართველო ევროპულ ენერგოქსელს შესაძლოა, შავ ზღვაზე გამავალი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზით დაუკავშირდეს.

    როგორც "პირველ არხს" კომპანია Gross energy group-ის წარმომადგენელმა, ირაკლი ტყებუჩავამ განუცხადა, უკვე ჩატარებულია პროექტის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა.

    განიხილება ბულგარეთთან და რუმინეთთან დამაკავშირებელი ხაზის აგება. მშენებლობის ღირებულება, სავარაუდოდ, 3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი იქნება.

    პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო ევროპულ ენერგოქსელს დაუკავშირდება და შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებიდან.

    პროექტის კონცეფციას მხარს უჭერს „საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო”. აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციები იგეგმება.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები