სიახლეები
-
24 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
29 აპრილს სამშენებლო კომპანია ”სვეტის” მენაშენეები აქციას აანონსებენ
სამშენებლო კომპანია ”სვეტის” მენაშენეები 29 აპრილს ჭყონდიდელზე აქციას აანონსებენ.
მენაშენეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც გაჩერებული მშენებლობის ასევე თავად ,,სვეტის,, დირექტორის, თორნიკე ჯანელიძის მიმართ. ერთ-ერთი მენაშენეს თქმით მისი ბინა მხოლოდ 2 სართულია აშენებული,არადა მას ბინა ჯერ კიდევ 2017 წლის აგვისტოში უნდა ჩაბარებოდა თეთრი კარკასის მდგომარეობაში. მენაშენეები 29 აპრილს 3 საათზე შეკრებას გეგმავენ აღნიშნულ ობიექტზე და მოითხოვენ დირექტორის თორნიკე ჯანელიძის მხრიდან პასუხს თუ რის საფუძველზე შეჩერდა მშენებლობა, როდის გაგრძელდება ან რა ელის მათ მიერ გადახდილ თანხებს. აგრეთვე მოითხოვენ ან მშენებლობის აღდგენას ან გადახდილი თანხების უკან დაბრუნებას
აქცია გაიმართება 29 აპრილს 15:00 სთ ზე ჭყონდიდელის 22 ნომერში
ტეგები