მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  აპრილი  2018

    თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე ახალ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება

    თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე ახალ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება. პროექტს კომპანია „კრისტალ ბილდინგი“ ახორციელებს. კომპანიის დირექტორის ვანო ლომიძის თქმით, სავაჭრო ცენტრი „რიტუალების სასახლის“ გვერდით გაიხსნება, თუმცა კომპანია ჯერ მერიისგან მშენებლობის ნებართვას ელოდება. bpn.ge ავრცელებს.

    ლომიძის ვარაუდით, მშენებლობა რამდენიმე თვეში დაიწყება და დაწყებიდან 32 თვეში დასრულდება. კომპანიის დირექტორის თქმით, სავაჭრო ცენტრის მართვას ბრიტანული ოპერატორი კომპანია Harvey Nichols-ი ჩაიბარებს, რომელიც ცენტრში შემდეგ ბრენდებს შემოიყვანს: Burberry, Prada, Hermes-ი, Louis Vuitton-ი, Chanel-ი, Fendi.

     



    "Harvey Nichols-ს აღნიშნულ ბრენდებთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული და როდესაც რომელიმე ობიექტის მართვაში შედის, ეს ბრენდებიც შეჰყავს. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრში განთავსდება კინოთეატრი და კვების ობიექტები. ამასაც ოპერატორი კომპანია გადაწყვეტს, რა ბრენდების იქნება“, - თქვა ვანო ლომიძემ.

    სავაჭრო ცენტრი 5 სართულზე განთავსდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 70 მილიონი ლარი იქნება.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები