მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  აპრილი  2018

    მზის ენერგიის განვითარებისთვის ლიტვურმა Saulės grąža -მ საქართველოში პროექტი დაასრულა

    მზის ენერგიის განვითარების ხელშეწყობისთვის წამყვანმა ლიტვურმა კომპანიამ, “საულეს გრაჟა”-მ (Saulės grąža) საქართველოში პროექტის დასრულებაზე განაცხადა.

    ამ მიზნის მისაღწევად, არჩეულ იქნა ექვსი სამშენებლო პროექტი, სადაც განთავსდა მზის ენერგიის დანადგარები. შეირჩა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები: ორი სკოლის, საბავშვო ბაღის, საავადმყოფოს და მუნიციპალიტეტების სახურავები. ასევე დამონტაჟდება ენერგიის წარმოების მონიტორინგის სისტემები, რათა შეფასდეს აღჭურვილობის ეფექტურობა და პროექტის შედეგები.

    "საქართველოში შეიქმნა და განვითარდა განახლებადი ენერგიის წყაროების საკანონმდებლო ბაზა, მაგრამ მზის ენერგიის სექტორი არ არსებობს გამოცდილების, კომპეტენციების და ინიციატივების ნაკლებობის გამო. საჯარო შენობებში მზის ენერგიის გამოყენების გადაწყვეტილება ცნობადობის, ინტერესის და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიის მიმართ ნდობის ამაღლებაში შეიტანს წვლილს, არამხოლოდ განათლების სისტემაში, არამედ სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებშიც", - ამბობს თომას სიმანასკასი, “საულეს გრაჟა”-ს დირექტორი.

    პროექტის ღირებულება დაახლოებით 300 000 ევროს შეადგენს. მისი დიდი ნაწილი, ნახევარზე მეტი ლიტვის გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალური კლიმატის ცვლილების პროგრამით ფინანსდება.

    სავარაუდოა, რომ პროექტის შედეგად მზის ენერგიის გამომუშავება 131 კვტ-ს მიაღწევს და სათბური გაზების გამონაბოლქვი წელიწადში დაახლოებით 10 ტონით შემცირდება.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები