მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  აპრილი  2018

    ახალსოფელში წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობისა და მაგისტრალის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს.

    როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე, პირველ მოადგილე ზვიად ხალვაშთან ერთად, მიმდინარე სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

    „ახალი წყალსადენის ქსელით 920 კომლი ისარგებლებს. პროექტისთვის პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 622 000 ლარი გამოიყო, ჯამში კი, პროექტი 4 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „მარიამი ო.ბ. 2006“ აწარმოებს. ობიეტზე სამუშაოები 2018 წლის ივნისის თვეში უნდა დასრულდეს. 2017 წელს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 40 სასმელი წყლის პროექტი განხორციელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები