სიახლეები
-
20 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს დამატებით 250 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დამატებით 250 მლნ. ევროს გამოუყოფას განიხილავს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, საკითხზე მაია ცქიტიშვილის და EIB -ის წარმომადგენელს სებასტიან ჰუსონ დე სამპინის შეხვედრაზე იმსჯელეს.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტი“-ს ორი ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში 500 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება უკვე გამოყო.
აღნიშნული დაფინანსების ხელშეკრულებების ფარგლებში, დაგეგმილია გრიგოლეთი-ჩოლოქის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა. ასევე, რიკოთის მონაკვეთზე ჩუმათელეთი-ხევის (მსოფლიო ბანკთან თანადაფინანსებით) და უბისა-შორაპანის სექციების მშენებლობა.
მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების იმედი გამოთქვა.ტეგები