მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  მაისი  2018

    დარიალის ხეობაში გვირაბის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება

    მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გვირაბის გაყვანა უკვე დასრულებულია და კონტურების გამაგრებისა და გვირაბის მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება მისასვლელი გზებისა და ყრილის მოწყობა.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის გაზის კმ 132 - კმ 135 მონაკვეთზე, დაახლოებით 2 კმ-იანი გვირაბის მშენებლობას ახორციელებს. მშენებლობა დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას მიმდინარეობს.

    სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე - გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ადგილზე გაეცნო.

    პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს და მისი ღირებულება 51 892 174.44 ლარია. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყოდა 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 140 ადამიანი.

     

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები