სიახლეები
-
20 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობის დაწყება თბილისის მერიაზეა დამოკიდებული
თბილისში მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობის დაწყება თბილისის მერიაზეა დამოკიდებული. პროექტის ინვესტორი კომპანია „ბრუმველია. მისი პარტნიორი საქართველოში კი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლაშა ჟვანიას კომპანია „გლობალ უნი გრუპია“.
კომპანიამ თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვა უკვე მიიღო. დამტკიცებულია კომპანიის მიერ წარდგენილი გენერალური განვითარების გეგმაც, რომელშიც თბილისის გენ.გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შენიშვნებიც იყო გათვალისწინებული.
თუმცა, როგორც ლაშა ჟვანიამ „კომერსანტთან“ საუბრისას განმარტავა, მშენებლობის დაწყებას საცხოვრებელ უბნამდე მისასვლელი გზის და საკომუნიკაციო სისტემების არ არსებობა უქმნის. მისი განცხადებით, ინვესტორმა თბილისის მერიას წერილით მიმართა და მათგან პასუხს ელოდება. ჟვანიას განცხადებით, მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც ინვესტორს ექნება დასტური, რომ თბილისის მერია უბანს მუნიციპალური სერვისებით მოემსახურება.პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული 2 სკოლის, 2 საბავშვო ბაღის, სპორტული და საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროს, ასევე საზოგადეობრივი ადგილების, დასასვენებელი და სავაჭრო ცენტრების მოწყობა. ჟვანიას განმარტებით, განხორციელდება 230 - 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. შედეგად, თბილისს ექნება ეკოლოგიურად სუფთა უბანი, რომელიც სრული თანამედროვე ინფრასტრუქტურით იქნება გამართული.
პროექტის მიხედვით საუბარია 60 ჰექტარის ტერიტორიაზე მუხიანსა და გლდანს შორის. ლაშა ჟვანიას ინფორმაციითვე, კომპანია „ბრუმველს დეველოპმენტის კუთხით გამოცდილება აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ბოლო პროექტი კი, რომელიც განახორციელეს, პრაღაში საცხოვრებელი დასახლების შექმნაა.ტეგები