სიახლეები
-
18 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში, თამარ მეფის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
თამარ მეფის ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამ მიზნით, საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე თბილისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
კერძოდ, სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 28 აპრილს დაიწყება და 1 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 50 ათასი ლარია.
„მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს სარეაბილიტაციო ხიდზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და ხიდის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას, რაც გულისხმობს საპროექტო ხიდის ძირითადი ტექნიკურ-ეკონომიკური და ზოგადი სატრანსპორტო-საექსპლუატაციო მახასიათებლებისა და მონაცემების განხილვას, შესწავლასა და გაანალიზებას. თამარ მეფის სახელობის ხიდის კონსტრუქციების გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა რიგი დაზიანებები და დეფექტები,
რომლებიც ხიდის ხანმედეგობასა და საექსპლოატაციო თვისებებზე მოქმედებენ. კერძოდ, რეაბილიტაციას საჭიროებს: ხიდზე წყალმოცილების სისტემა; მისასვლელი მიწაყრილი მარცხენა ნაპირზე; სავალი ნაწილისა და ტროტუარების საფარი; ხიდზე ჰიდროიზოლაცია; თაღების ქვედა ზედაპირების ბეტონი; გამოტუტვის ლაქებისაგან გასაწმენდია (ხიდზე ჰიდროიზოლაციის შეცვლის შემდეგ) ხიდის მოპირკეთების ქვები; მიმდინარე რემონტს საჭიროებს ტროტუარის კონსოლების ბეტონი; მიმდინარე რემონტს საჭიროებს ხიდის მოაჯირები და პარაპეტები; სასურველია ხიდქვეშა ზონიდან მშენებლობის ნარჩენების მოცილება; სასურველია აღდგეს მარცხენა ნაპირის შუალედ ბურჯზე მემორიალური დაფის წარწერა,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.ტეგები