მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  ივნისი  2016

    ბორჯომში გარე განათების სამუშაოები მიმდინარეობს

    ბორჯომში გარე განათების სამუშაოები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ე.წ. პლატოს აღმართიდან სოფელ სადგერამდე 4 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი განათდება. ჯამში დაგეგმილია 117 განათების ბოძის მოწყობა.

    გამგებლის განმარტებით, სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სამსახურის თანამშრომლების მიერ ხორციელდება. განათების ბოძების მოწყობის შემდეგ, ლამპიონების მონტაჟიც განხორციელდება.

    ”აღნიშნულ ტერიტორიაზე განათების სამუშაოები არასოდეს შესრულებულა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივებსა და აღნიშნული საავტომობილო გზით მოსარგებლე მოქალაქეებს გადაადგილება გაუდვილდებათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
    პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარით დაფინანსდა.

     

     


პარტნიორები