სიახლეები
-
16 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში, კერძოდ, ნაძალადევის რაიონში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისში, კერძოდ, ნაძალადევის რაიონში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა.
ერთ-ერთი განახლებული მოედანი ზღვის უბნის მე-11 მკ/რ-ნის მე-3 კვარტალში, 58-ე კორპუსის წინ მდებარეობს. ზღვის უბანში მდებარეობს კიდევ ორი განახლებული მოედანიც.
გამგეობის ცნობით, ხუთივე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 193 687 ლარი გამოიყო. წლის ბოლომდე, გამგეობის დაკვეთით, რეკონსტრუქცია კიდევ რამდენიმე მოედანს ჩაუტარდება.
ზღვის უბნის მე-11 მკ/რ-ნის მე-3 კვარტალში მდებარე მოედანი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„მე-11 მკ/რ-ნის მე-3 კვარტალში ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი მოვაწყეთ. მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს აშენებს, რაც მთლიანად ზღვის უბანს კიდევ უფრო განავითარებს“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.ტეგები