სიახლეები
-
16 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში ავტობუსების 80 გაჩერებაზე მგზავრთათვის გადახურული მოსაცდელი მოეწყობა
თბილისში ავტობუსების გაჩერებებზე მგზავრთათვის გადახურული მოსაცდელები მოეწყობა. დედაქალაქის მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი 80 მოსაცდელის მშენებლობაზე.
ტენდერის პირობებით, მოსაცდელები წლის ბოლომდე მოეწყობა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 442 039 ლარია.
სატენდერო განაცხადში მითითებულია, რომ მოსაცდელი გაიყოფა ორ ნაწილად და ხელს შეუწყობს შშმ პირების მარტივად ჯიხურში შესვლას.
კონსტრუქციაზე გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარადგინოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან ასევე აკრედიტირებული მსგავსი ორგანოს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა, ასევე თითოეული ობიექტი უნდა აკმაყოფილებეს აღნიშნული ექსპერტიზის მიერ დასრულებული და მითითებულ ადგილას მოწყობილ კონსტრუქციის ნორმებს.ტეგები