სიახლეები
-
23 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
საბანკო დეპოზიტების ალტერნატივა - საქართველოში უძრავ ქონებაში დანაზოგის გაკეთება შესაძლებელი ხდება
პროკრედიტ ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთით უკმაყოფილო მოსახლეობას უძრავ ქონებაში ინვესტირებას სთავაზობს.
საშა ტერნესი საქართველოში უძრავი ქონების კომპანია TERNES Real Estate Fund-ს ფლობს. ბიზნესმენი Property Georgia-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მისი ფონდი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც მოსახლეობას დანაზოგის გაკეთებას უძრავ ქონებაში სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, ეს არის პლატფორმა ხალხისთვის, ვისაც სურს იყოს თანაინვესტორი. მისივე განმარტებით, ბევრი ადამიანი უკმაყოფილოა დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთით მითუმეტეს რაც ბოლო პერიოდში განაკვეთები შემცირდა და ხალხი განსხვავებულ შესაძლებლობას ეძებს ინვესტირებისთვის.
"სად უნდა დავაბანდოთ ფული? როგორც წესი, თანხას ვინახავთ ბანკში დეპოზიტზე და ვიღებთ არცთუ ისე მაღალ სარგებელს ან ვყიდულობთ ბინას და ვაქირავებთ, რაც შემდგომში უამრავ პრობლემას იწვევს. ჩვენს შემთხვევაში ყიდულობ წილს უძრავ ქონებაში, სანაცვლოდ იღებ კარგ მოგებას, შენაძენის ადმინისტრირებაზე კი კომპანიაა პასუხისმგებელი... ჩვენი კომპანია ამ ყველაფერს საკუთარ თავზე იღებს, ფონდი ძირითადად კომერციულ უძრავ ქონებაში აკეთებს ინვესტიციას და თანაინვესტორს მოგება ორი მიმართულებით აქვს: ის ყოველ წელს იღებს დივიდენდს ქირის შემოსავლიდან და წლების განმავლობაში ქონების საბაზრო ფასიც იზრდება" – ამბობს ტერნესი. მისივე თქმით, ყველა ტიპის ინვესტორთან თანამშრომლობენ, თანხები კი დამოკიდებულია პროექტის სპეფიციკაზე.
რაც შეეხება დაინტერესებას, საშა ტერნესი ამბობს, რომ ძირითადად მაინც უცხოელები ინტერესდებიან გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოში კი ამ მიმართულებით ცნობადობაა გასაზრდელი. ტერნესის თქმით, ფონდის ძირითადი აქტივობები თბილისშია და იმედი აქვთ პროცესები რეგიონებშიც გადაინაცვლებს. მისივე მტკიცებით, საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირების ამონაგები 3-ჯერ მაღალია ვიდრე დასავლეთ ევროპაში.ავტორ(ებ)ი : property georgia-ს მასალები