მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  აპრილი  2018

    "ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებულები ხელშეკრულებების გაფორმებას M²-თან ითხოვენ ( Video )

    „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები, სამშენებლო კომპანია M²-ის წარმომადგენლები და გუკა რჩეულიშვილი მთავარი პროკურორის მოადგილეს ხვდებიან. შეხვედრა თბილისის პროკურატურაში ერთი საათია მიმდინარეობს.

    დაზარალებულები “ცენტრ-პოინტის” მიერ შეთავაზებულ პირობებს არ ეთანხმებიან და M²-თან ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ.

    M²-ისა და „ცენტრ-პოინტის“ შეთანხმების მიხედვით, დაზარალებულებთან პასუხისმგებელი კვლავ „ცენტრ-პოინტი“ რჩება. დაზარალებულები კი აცხადებენ, რომ ისინი „ცენტრ-პოინტს“ არ ენდობიან.

    „ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელშეკრულებები გაფორმდეს M²-თან და არა „ცენტრ-პოინტთან“, იმიტომ, რომ „ცენტრ-პოინტი“ ქირაობს M²-ს და ხვალ მათ რომ რამე არ მოეწონოთ და M²-ს დაემშვიდობონ, ჩვენ ისევ ჰაერში დავრჩებით, ისევ „ცენტრ-პოინტის“ წინაშე, ჩვენ ამ კომპანიას არ ვენდობით, იმიტომ, რომ 12 წელია, მათ ველოდებით და შედეგი სახეზეა,“- განაცხადა ”ცენტრ-პოინტის"- მიერ დაზარალებულმა, ლალი ვანიშვილმა.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები