მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  აპრილი  2018

    „საჯარო რეესტრისა“ და „სმარტ ლოჯიქის“ სათავო ოფისის მშენებლობას „საბა კონსტრაქშენი“ წელს დაასრულებს

    იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სათავო ოფისი დიდი ხეივნის #3-ში შენდება. პროექტს სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ ახორციელებს.

    „საბა კონსტრაქშენი“ ობიექტის მშენებლობას გასული წლის 3 მარტს შეუდგა. ოფისის მშენებლობაზე 5 მლნ-მდე ლარი დაიხარჯება.


    პროექტის მიხედვით, შენობის მზიდი კონსტრუქცია მონოლითური რკინაბეტონის კარკასია, ასევე მონოლითური სართულშუა გადახურვებით. შენობას აქვს ქვით მოპირკეთებული ბრტყელი სახურავები, რომლებსაც ტერასების დანიშნულებაც ექნება.

    საჯარო რეესტრისა და „სმარტ ლოჯიქის“ ახალი შენობა 12 მიწისზედა და 2 მიწისქვეშა სართულისგან შედგება. მიწისქვეშა სართულები, ძირითადად, ავტოსადგომს დაეთმობა. 14-სართულიანი შენობა რთული ფორმის იქნება – მაქსიმალური გაბარიტული ზომებით: 75,95X42,55 მ.

    მისივე თქმით, მშენებლობაზე მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები და ამის კონტროლი ყოველდღიურ რეჟიმში ხდება. მუშები მშენებლობის დაწყებამდეც დატრენინგდნენ და მუდმივად უტარდებათ ტრენინგები უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე და სხვადასხვა სამშენებლო ნორმაზე. სხვადასხვა სპეციფიკის მუშებს მოწვეული სპეციალისტები ინდივიდუალურად ატრენინგებენ. „ობიექტზე უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია, მშენებლობა შემოსაზღვრულია და უცხო პირთა შემოსვლა ნებართვის გარეშე აკრძალულია. მშენებლობა მიმდინარეობს ხარისხიანად და გეგმის მიხედვით. ამ დრომდე არანაირი შეფერხება არ ყოფილა“, – განაცხადა არჩილ შარიქაძემ.


    როგორც სამუშაოთა მწარმოებელმა ლევან კულუმბეგაშვილმა აღნიშნა, გრუნტის წყლების დიდი ნაკადების გამო, მომზადდა და ჩაისხა რკინაბეტონის 98 ხიმინჯი. „მიწის სამუშაოების დაწყებისას, ქვაბულში ძალიან დიდი რაოდენობის გრუნტის წყალი გროვდებოდა, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, თუმცა სირთულეები უკვე დაძლეულია“. – განაცხადა ლევან კულუმბეგაშვილმა.



    საჯარო რეესტრისა და „სმარტ ლოჯიქის“ სათავო ოფისის მშენებლობას ზედამხედველობს პროექტირებისა და საკონსულტაციო ჯგუფი შპს „პი სი ჯგუფი“. სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველის არჩილ შარიქაძის განცხადებით, ობიექტზე რთული საინჟინრო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ახლა შედარებით მარტივი საქმე დარჩა. „უკვე მიწის ზედა სართულების მშენებლობაა დაწყებული. ამჟამად მიმდინარეობს მიწისზედა მონოლითური რკინაბეტონის კარკასის მშენებლობა. ეს სამუშაოები მე-4 სართულამდე მობილური ამწეების დახმარებით შესრულდება. შემდეგ ჩავრთავთ კოშკურა ამწეს. სამუშაოების სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება უსაფრთხოების ზომებს. სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეებს ეკრძალებათ სპეციალური აღჭურვილობის გარეშე მუშაობა. სიმაღლეზე მუშაობის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციალური ქამრების გამოყენებას“, – განაცხადა ზედამხედველმა.

    კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებულთა რაოდენობა 50-ს აღემატება. კომპანიაში განმარტავენ, რომ სამშენებლო სამუშაოების მომდევნო ეტაპზე გადასვლის შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ „საბა კონსტრაქშენი“ სამშენებლო სამუშაოებს საკუთარი ტექნიკით ახორციელებს.


    ამჟამად საქართველოს საჯარო რეესტრის ცენტრალური აპარატის თანამშრომლები სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებს 3 ლოკაციაზე ასრულებენ: აღმაშენებლის გამზირი #89/24, წმ. ნიკოლოზის #2 და თბილისის იუსტიციის სახლი. ახალ შენობაში, საჯარო რეესტრის გარდა, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სმარტ ლოჯიქის“ ოფისიც განთავსდება.


    კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და „სმარტ ლოჯიქის“ სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით, ხელშეკრულება 2017 წლის მარტში გააფორმა. კონტრაქტის თანახმად, მშენებლობა 2018 წლის აგვისტოში დასრულდება.


    კომპანია, საჯარო რეესტრის ახალი შენობის გარდა, სამშენებლო პროექტებს მთელის საქართველოს მასშტაბით ახორციელებს. კომპანია „საბა კონსტრაქშენი“ 2012 წელს შეიქმნა და დღეის მდგომარეობით კომპანიის მიერ დასრულებული და მიმდინარე პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები