სიახლეები
-
10 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
„გვხვდება კომპანიები, რომლებიც მშენებარე კორპუსში ბინების რეალიზაციას ახდენენ და მათ შესაბამისი ნებართვა არ აქვთ“
„როდესაც მყიდველს მშენებარე კორპუსში ბინა აქვს ნაყიდი და ის კომპანიის სანდოობას აფასებს პირველ რიგში შემოწმება უნდა დავიწყოთ იმით, რამდენად არსებობს შესაბამისი ნებართვა კონკრეტულ მშენებლობასთან მიმართებაში“, - ამის შესახებ, OK & CG -ის ადვოკატმა დავით მუმლაძემ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ადვოკატის საათში“ საუბრისას განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, ბოლო პერიოდში გვხვდება ისეთი კომპანიები, რომლებიც მშენებარე კორპუსში ბინების რეალიზაციას მასიურად ახდენენ და მათ შესაბამისი ნებართვა არ აქვთ.
„როდესაც პირი მშენებარე კორპუსში ბინის შეძენას გადაწყვეტს მან პირველ რიგში უნდა გაარკვიოს ამ კომპანიას მშენებლობის ნებართვა აქვს თუ არა და რა თქმა უნდა შემდგომში განვსაზღვროს მისი შეძენის საკითხი. ასევე ხომ არ აქვს რაიმე სახის შეზღუდვა, ყადაღა, საგადასახადო ვალდებულებები, ან იპოთეკა ეს რა თქმა უნდა ხელშემშლელი ფაქტორებია“, - განაცხადა დავით მუმლაძემ.
მუმლაძის თქმითვე, ბინის მყიდველებმა გარიგება იურისტის მეშვეობით უნდა დადონ, რათა მოტყუებულები არ აღმოჩნდნენ. ეს აუცილებლად ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა მოხდეს, რათა შემდგომ მათ გარკვეული სახის პრობლემები არ შეექმნათ.ტეგები