მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  აპრილი  2018

    5 - ვარსკვლავიანი სასტუმრო Sheraton-ის რენოვაცია სექტემბერში დასრულდება

    5 - ვარსკვლავიანი სასტუმრო Sheraton-ის გახსნის ახალი თარიღი დასახელდა- ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სასტუმროს რენოვაცია სექტემბერში დასრულდება.

    დიმიტრი ქუმსიშვილმა ამის შესახებ რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით გაზრდილია რენოვაციისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტიც - 45 მილიონიდან 51 მილიონამდე.

    „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან. საერთო ჯამში, რას-ალ ხაიმას საინვესტიციო სააგენტოს მიმდინარე პროექტების მოცულობა 220 მილიონ დოლარზე მეტია. ეს არის „თბილისი მოლი“, რომელიც ყველა თბილისელისა და ტურისტისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ადგილია. ასევე სასტუმრო „შერატონი“, რომლის რენოვაციაც მიმდინარეობს და სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. „შერატონის“ რენოვაცია საერთო ჯამში, 51 მილიონი დოლარი დაჯდება, ამავე დროს მხოლოდ გასართობი ცენტრის მიმართულებით დამატებით კიდევ 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

    შეგახსენებთ, სასტუმრო, რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერს დაიხურა. გახსნის თარიღად ჯერ 2016 წელი, შემდეგ კი, 2017 წელი დასახელდა.

    „შერატონ მეტეხი პალასი" რას ალ-ხაიმას საემიროს შეიხის - საუდ ბინ საქრ ალ ქასიმის კომპანიამ 2007 წელს, $67,5 მილიონად ეკონომიკური განვითარების სამინისტროში გამართულ აუქციონზე შეიძინა (საწყისი ფასი $25 მლნ, აუქციონში 7კომპანია მონაწილეობდა). 

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები