მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  აპრილი  2018

    Marriott-ის წარმომადგენლები ბათუმში Le Meridien-ის სასტუმროს მშენებლობის მონიტორინგს ახდენენ

    ბათუმში Le Meridien-ის ქსელის პირველი სასტუმროს მშენებლობის ინსპექტირებას „Marriott-ის წარმომადგენლები ახდნენ. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებლ დეველოპერულ კომპანია „რედკოში“ განუცხადეს. როგორც კომპანიის პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური აცხადებს, სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2019 წლისთვის იგეგმება.



    „Marriott-ის წრამომადგენლები ჩამოდიან და მოხდება მშენებლონის მონიტორინგი. უნდა ჩაიბარონ უკვე შესრულებული სამუშაოები. მათ შორისაა, სასტუმროს ნომრები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა. ასევე დაფარული ტიპის საინჟინრო სამუშოები, რომლებიც უკვე შესრულებულია Marriott-თან შეთანხმებით. ეს ჯგუფი ჩამოდის, რომ ადგილზე ნახოს და გადაიბაროს“-განმარტავს კუნელაური.

     

    დეველოპერულმა კომპანიამ „ბათუმი თაუერის“ შენობა 25 მილიონ დოლარად შეიძინა.კუნალური აცხადებს, რომ დღემდე უკვე ჩაიდო 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია. პროექტის დასრულებამდე და სასტუმროს გახსნამდე კიდევ 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

     

    „ბათუმი თაუერის“ ყოფილი შენობის გვერდზე ფლიგელის მშენებლობა მიმდინარეობს. Le Meridien-ის მოთხოვნების შესაბამისად, პროექტი გადაკეთდა და გვერდით ახალი შენობის მშენებლობა დაიწყეს. არსებული შენობის მხოლოდ პირველი 3 სართული იქნება გამოყენებული Le Meridien-ის სასტუმროსთვის, მისი მეორე მხარე გამოყენებული იქნება კაზინოსთვის, ხოლო მაღალ სართულებზე განთავსდება რამდენიმე რესტორანი.



    Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. რაც შეეხება Marriott-ს, მის ქსელში ამჟამად შედიან ისეთი ბრენდების სასტუმროები როგორებიცაა „Carlton, „Bulgari, „Courtyard, „Residence Inn, „Marriott Hotels, „St. Regis, „Le Meridien. Sheraton.

     

     

    ტეგები


პარტნიორები