მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  აპრილი  2018

    „ანაკლია სითი“-ს და აბუ-დაბის ფინანსურ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    აბუ-დაბის საერთაშორისო ფინანსური ცენტრს - Abu Dhabi Global Market (ADGM) -სა და „ანაკლია სითის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მხარეებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ „კომერსანტს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს.



    ხელმოწერას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ADGM- ის თავჯდომარე აჰმედ ალ საიეგი დაესწრო. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა და ADGM- ის ფინანსური მომსახურების მარეგულირებელ ორგანოს საერთაშორისო საქმეთა დირექტორმა ფილიპ რიჩარდმა.




    1992 წლიდან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები გრძელდება როგორც ეკონომიკურ, ისე ადმინისტრაციულ და სოციალურ სფეროებში. ADGM- ისა და „ანაკლია სითის შორის მიღწეული ეს შეთანხმებაც საფინანსო მომსახურების, რეგულაციებისა და სხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და მომავალი თანამშრომლობის საფუძველია.




    „ADGM- ი გლობალური ლიდერია ბიზნესის განვითარების მიმართულებით ინოვაციური მიდგომების ძიებაში. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც ორ ზონას შორის ცოდნის გაძლიერების, ისე ეკონომიკურ ურთიერთობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით,“- განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.

    ADGM- ის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, „ანაკლია სითისთან მემორანდუმის გაფორმება მათთვისაც სასიხარულოა: მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა და ADGM- ის ინოვაციური და საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით ხელი შევუწყოთ ჩვენს პარტნიორს წამყვანი ეკონომიკური ზონა გახდეს საერთაშორისო ასპარეზზე.




    Abu Dhabi Global Market (ADGM) - ბიზნესისა და ფინანსების გლობალური ცენტრი, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში მდებარეობს, სტრატეგიულ ეკონომიკურ კავშირს ამყარებს ახლო აღმოსავლეთს, აფრიკას, სამხრეთ აზიასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის. ADGM თავისუფალი ეკონომიკური ზონაა, რომელიც კომპანიებს ინოვაციურ განვითარებაზე მორგებულ განსაკუთრებულ კანონმდებლობასა და რეგულაციებს სთავაზობს.




    კომპანია „ანაკლია სითიმ ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობა 2017 წლის ივნისში დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ დაამყარა კომუნკაცია 100-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიასთან და ბევრ მათგანთან პარტნიორობა დაიწყო; ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებებს მოაწერა ხელი მსოფლიოში ცნობილ, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და თანამედროვე ინჩეონის ეკონომიკურ ზონასთან (სამხრეთ კორეა), ხორგოსის ეკონომიკურ ზონასთან (ყაზახეთი), საერთაშორისო ლოგისტიკურ და გადამზიდავ კომპანიებთან, მათ შორის კორეულ კომპანია „პანტოს ლოგისტიკთან და ევროპულ კომპანია „გებრიუდერ ვაისთან; მოლაპარაკებებს აწარმოებს მსოფლიოს გიგანტ ელექტრონული გაყიდვების კომპანიებთან, და განაგრძობს სხვადასხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრას ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის წარმოსაჩენად.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები