სიახლეები
-
10 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის მშენებლობა იწყება
თბილისში, კრწანისის რაიონში, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. პროექტი, რომელიც კრწანისის გამგეობის დაფინანსებით მომზადდა, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელ ხუთკილომეტრიან გზას 500 მეტრამდე შეამცირებს. პროექტის ღირებულება, ირაკლი ბენდელიანის თქმით, 2.3 მილიონი ლარია.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, დედაქალაქში ასევე დაგეგმილია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც.
"გარდა ამისა, გლდანის რაიონში, მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ღირებულება 8 მლნ ლარია. სრულად ამ სამუშაოებს დავასრულებთ იქითა წლის ზაფხულში. დღესვე ვიწყებთ სამუშაოების შესრულებას ვაკეში, რამიშვილის ქუჩაზე, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად მოძრაობის შეზღუდვა დაგვჭირდება და ამ ყველაფერს საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციაში გავაკეთებთ.
პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიურები. გარდა ამ ძირითადი სამუშაოებისა, დედაქალაქის მასშტაბით რამოდენიმე ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.ტეგები