მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  აპრილი  2018

    ქარის ენერგია, 20 საინტერესო ფაქტი

    1.ალბერტ ბეტსი, გერმანელი ფიზიკოსი და ქარის ტურბინის ტექნოლოგიის პიონერი. მან აღმოაჩინა ქარის ენერგიის თეორია და გამოაქვეყნა თავის წიგნში Wind-Energie.

    2. ქარის წისქვილის მშენებლობა 4000 წლის წინ დაიწყო, ხოლო პირველად ქარის ენერგიას იყენებდნენ ჩინეთში და სპარსეთში.

    3. ამჟამად, ქარის ენერგია არის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი ენერგეტიკული სექტორი.

    4. ერთი ქარის ტურბინას შეუძლია 600 ოჯახის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა.

    5. თანამედროვე ქარის ტურბინები ავითარებენ მაქსიმალურ სიჩქარეს 320 კმ-ს.

    6. ყველაზე დიდი ქარის ტურბინა არის აშშ- ჰავაიზე. იგი 20 სართულიანი სახლის სიმაღლისაა.

    7. ქარის ტურბინები შეიძლება დამონტაჟდეს მცურავ კონსტრუქციებზე , რომელიც ელექტრო ენერგიას მიწაზე გადასცემს წყალქვეშა კაბელების დახმარებით.

    8. ქარის ტურბინა შედგება დაახლოებით 8,000 სხვადასხვა კომპონენტისგან.

    9. 2013 წელს, ქარის მიერ წარმოებულმა დაახლოებით 168 მლნ მეგავატმა საათმა, ჰაერის დაბინძურება (CO2) 95.6 მილიონი ტონით შეამცირა, რაც ექვივალენტურია ენერგეტიკის სექტორში CO2 ემისიების 4.4%-ით შემცირებასთან.

    10. თანამედროვე ქარის ტურბინა აწარმოებს 15-ჯერ მეტ ელექტროენერგიას, ვიდრე ტიპიური ტურბინა, რომელიც წარმოებულია 1990 წელს.

    11. ამერიკული ქარის ენერგიის ინდუსტრია წელიწადში 10 მილიარდ დოლარს შეადგენს.

    12. ენერგიის მოპოვებისთვის, ყველა სხვა ტექნოლოგიისგან განსხვავებით, ქარის ენერგიის მოპოვებას პრაქტიკულად არ სჭირდება წყალი.

    13. აქედან გამომდინარე, 2030 წლისთვის შეერთებული შტატები 30 ტრილიონ ბოთლს დაზოგავს ქარის ენერგიის საფუძველზე.

    14. მეტეოროლოგიური ანძის გამოთვლებით, გორის ტერიტორიაზე ქარის საშუალო სიჩქარე 8.5მ/წმ-ია, რაც ელექტროენერგიის მისაღებად საკმარისზე მეტია, ამიტომ ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ქარის ენერგიის ასათვისებლად ეს ადგილი შეარჩია.

    15. ქართლის ელექტროსადგურს წელიწადში საშუალოდ 18,000 ოჯახის ელექტრომომარაგება შეუძლია.

    16. განახლებადი ენერგიის ახალი წყაროს ათვისება $34 მილიონი დაჯდა, საიდანაც $24 მილიონი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტია, $10 მილიონი – ენერგეტიკის განვითარების ფონდის რესურსი.

    17. საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ 1000-დან 1100 მეგავატამდე ქარის ენერგია აითვისოს.

    18. ორი პროექტი უკვე არსებობს – ერთი ქართლის, მეორე კი იმერეთის რეგიონში. გარდა ამისა, პარალელურად სხვადასხვა ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობს როგორც სატელიტიდან დაკვირვებით, ისე – საველე გასვლებით.

    19. ქარის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია უკვე რენტაბელური და კონკურენტუნარიანია. ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით კარგი პოტენციალია გორში, ქუთაისში, ფოთში, სურამის უღელტეხილსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.

    20. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2025 წლისათვის ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 10%-ს მიაღწევს
     



    წყარო : ავტოჰაბი


პარტნიორები