მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  აპრილი  2018

    თბილისის მეტროსთვის მატარებლებს Stadler -ი დაამზადებს

    თბილისის მეტროს პარკი შესაძლოა Stadler -ის მატარებლებით განახლდეს.

    შვეიცარიულ კომპანიასთან მოლაპარაკებებზე თბილისის მერმა განაცხადა.

    “ვმუშაობთ შვეიცარიულ კომპანია “შტადლერთან”, ამ წუთებში მიმდინარეობს მუშაობა მემორანდუმთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ვაგონების შესყიდვა, არამედ მათი აწყობა-წარმოება საქართველოში დავიწყოთ. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში მივაღწევთ შეთანხმებას”, – ციტირებს netgazeti კალაძეს.

    შეგახსენებთ, მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) თბილისში ვაგონმწარმოებელ და ვაგონშემკეთებელ ქარხანის აშენებას გეგმავს.

    ახალი ქარხანა მოძრავი შემადგენლობებით როგორც საქართველოს რკინიგზას, ასევე, თბილისის მეტროს უზრუნველყოფს. ტექნიკური და კომერციული მიზანშეწონილობის მიხედვით, ქარხანა საექსპორტო შეკვეთებზეც იმუშავებს.

     

     

    ტეგები


პარტნიორები