სიახლეები
-
05 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
ცენტრ-პოინტის დაუსრულებელი მშენებლობები შესაძლოა, m² -მა დაასრულოს
ცენტრ-პოინტის დაუსრულებელი მშენებლობებს შესაძლოა, m²-მა დაასრულოს.
მხარეებმა წინასწარი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვით, თუ 6 თვის ვადაში „ცენტრ-პოინტი“ გარკვეულ წინაპირობებს შეასრულებს, m2 „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ კომპლექსებში სამშენებლო სამუშაოების წარმოებას დაიწყებს და 3 წლის ვადაში დაასრულებს.
ამასთან, გეგმის მიხედვით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში, m2 მხოლოდ სამუშაოების შემსრულებელ კომპანიად მოგვევლინება, რომელსაც „ცენტრ-პოინტი“ დაიქირავებს. სანაცვლოდ კი „ცენტრ-პოინტი“ m2-ს მის საკუთრებაში არსებულ თავისუფალ უძრავ ქონებას გადასცემს. რაც შეეხება დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებთან ურთიერთობას - ეს საკითხი „ცენტრ-პოინტის“ პრეროგატივად დარჩება.
"ეს პროექტი ჩვენთვის ნაკლებად მიმზიდველია ფინანსური კუთხით, მაგრამ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია სოაციალური კაპიტალის დაგროვების თვალსაზრისით. m2-ს სურვილი აქვს დაეხმაროს დაზარალებულ ოთხი ათას ოჯახს, საზოგადოებას, კომპანია ცენტრ-პოინტსა და სახელმწიფოს ამ მრავალწლიანი და მრავალშრიანი პრობლემის მოგვარებაში“, - აცხადებს m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.ტეგები