მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  აპრილი  2018

    2006 წლიდან ტყიბულის მაღაროებში ჯამში დაახლოებით 20 ადამიანამდეა დაღუპული

    როგორც „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს მას შემდეგ, რაც 2006 წლიდან ტყიბულში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მუშოაბს ჯამში დაახლოებით 20 ადამიანამდეა დაღუპული. მათივე თქმით, შემთხვევების მიზეზი სხვადასხვაგვარი იყო, თუმცა არცერთი ასეთი შემთხვევის დროს კომპანიის პასუხისმგებლობა დღის წერიგში არ დამდგარა.


    „დღევანდელი ფაქტის მიზეზი სამთო დარტყა გახდა, რაც გახლავთ ბუნებრივი პროცესი და არ უკავშირდება უსაფრთხოების ნორმებს. შესაბამისი სამსახურები, ეკონომიკის სამინისტრო და შსს მუშოაბს ადგილზე და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური გამოძიება“,-აცხადებენ კომპანიაში.


    შეგახსენებთ, 5 აპრილს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა,“ (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რამაც კაპიტალურ გვირაბებში მყოფი ექვსი თანამშრომლის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო სამი ადამიანი გადაყვანილია ქუთაისისა და ტყიბულის საავადმყოფოებში. ამ დროისთვის მიმდინარეობს გარდაცვლილთა ამოყვანის სამუშაოები. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა. 

    „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ („ჯი–აი–ჯი“) საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ჯგუფს წარმოადგენს, როგორც მსხვილი დამსაქმებელი 4000-მდე თანამშრომლით და როგორც ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს კომპანია - კომბინირებული წლიური გაყიდვებიდან მიღებული 160 მლნ აშშ დოლარის შემოსავლებით.GIG საქართველოში ერთადერთი ნახშირის მფლობელი და მწარმოებელი კომპანიაა. არსებული ლიცენზიით კომპანია ტყიბულის ქვანახშირის მარაგის 331 მ ტონაზე მეტ ქვანახშირს ფლობს, რომლის წლიური წარმადობაც 2020 წლისთვის 1 მ ტონამდე გაიზრდება“,- ნათქვამია კოპმანიის ოფიციალური ვებ-გვერდზე.

     

     

    ტეგები


პარტნიორები