მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  აპრილი  2018

    თბილისის N100 საჯარო სკოლას ახალი, თანამედროვე შენობა ექნება

    ახალი სასწავლო წლიდან, თბილისის N100 საჯარო სკოლა ახალ და თანამედროვე შენობაში გააგრძელებს ფუნქციონირებას.


    ​როგორც “სითი კვირას” განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, სკოლა უახლესი სტანდარტებით, მოსწავლეებისთვის ყველა აუცილებელი პირობის შექმნითა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით აშენდა და ახლა, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.


    თბილისის N100 საჯარო სკოლა 1895 წლიდან ფუნქციონირებდა. ის 1804 წელს აშენდა და თბილისის ერთ-ერთი უძველესია შენობაა.
    “შესაბამისად, ატიპური ნაგებობა თანამედროვე სკოლის ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ არაერთი ექსპერტიზისა და სხვა წარმოშობილი პრობლემების გამო, ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, სადაც მოზარდები სწავლას 2018-2019 სასწავლო წლიდან გააგრძელებენ”, – აცხადებენ სამინისტროში.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები