მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  აპრილი  2018

    ვარკეთილში „ანას“ სკვერთან კორპუსის მშენებელი მერიას სასამართლოში უჩივლებს

    ვარკეთილში, "ანას" სკვერთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. მერიამ მშენებლობაზე ნებართვა ბათილად რამდენიმე დღის წინ ცნო.

    კომპანიის ადვოკატი ალექსანდრე მაისურაძე სასამართლოში საჩივრის შეტანას გეგმავს და აცხადებს, რომ მერიის გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან პროექტის განხორციელების შემთხვევაში არცერთი ნორმა დარღვეული არ იქნება.

    ადვოკატისთქმით, კორპუსი მიმდებარე გზის სავალ ნაწილებს ხელს არ შეუშლის და დაცული იქნება მშენებლობის ყველა ნორმა.

    მერიის იურიდიულ საქალაქო სამსახურში კი ამბობენ, რომ სახანძრო და საპარკინგე სისტემა პროექტის მიხედვით გაუმართავია და არსებობს ხარვეზები. ამასთან, საპარკინგე ადგილას მოსახლეობისთვის მოძრაობა შეზღუდული იქნება და არ აკმაყოფილებს შესაბამის ნორმებს.

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები