მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 22  ივნისი  2016

    ივლისის ბოლოს თბილისს მასშტაბური სანახაობა ელის - სასტუმრო „მილენიუმი“ „ბურჯ ხალიფას" გახსნის მსგავსი ცერემონიით გაიხსნება

    მილენიუმის" 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც არაბულმა „დაბი ჯგუფმა" ყოფილი „იმელის“ შენობის უკან ააშენა, ივლისის ბოლო კვირაში გაიხსნება.

    „დაბი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი რადიო "კომერსანტთან" აცხადებს, რომ სასტუმროს მოწყობის შიდა სამუშაოები დასრულებულია, გარე პერიმეტრზე კი 2 კვირის ვადაში დასრულდება მშენებლობაც. სემი ედუარდის თქმით, პარალელურად მთავრობასთან, პრემიერის ოფისთან მიდის სასტუმროს გახსნის ცერემონიის შეთანხმება, რადგან ედუარდის თქმით, „ეს იქნება საერთაშორისო მოვლენა."

    „გახსნის ცერემონიას საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან, იქნება ლაივ ტრანსლაცია, ჩვენ გავიმეორებთ „ბურჯ ხალიფას" გახსნის ცერემონიის მსგავს ღონისძიებას, ეს იქნება უნიკალური და ძვირადღირებული სანახაობა და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მასზე დასწრება"-აცხადებს ედუარდი.

    სასტუმროს საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი დოლარია. "მილენიუმ ბილთმორის" ასეთი სასტუმრო დღეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალოფორიაშია.

    „დაბი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ფინალურ ეტაპზეა სასტუმროში კაზინოს მომავალ ოპერატორთან მოლაპარაკებები, რომელიც თვის ბოლომდე დასრულდება. სემი ედვარდის თქმით, მოლაპარაკებები ჰქონდათ „მაკაუს" კაზინოსთან, რომელიც ლოს- ანჟელესის კაზინოსა და ჩინეთის მაკაუს კაზინოს ერთობლივ მმართველობაშია, თუმცა საბოლოო ჯამში კომპანიამ არასახარბიელო პირობები დააყენა და ამიტომ ამ ეტაპზე „დაბი ჯგუფი" კაზინოების სხვა ჯგუფს ესაუბრება, რომელიც ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა.

    სასტუმრო „მილენიუმთან" ერთად იგეგმება „იმელის" რესტავრირებული შენობის გახსნაც.

    „დაბი ჯგუფის" წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს სხვა სტრატეგიული პროექტების განხორციელების შესახებ მოლაპარაკება. პროექტები ძირითადად უძრავი ქონების სექტორში იქნება.

    ცნობისთვის: ცათამბჯენი ბურჯ ხალიფა დუბაიში 2010 წლის 4 იანვარს გაიხსნა და მას საემიროების მმართველები ესწრებოდნენ. სანახაობა ძალიან შთამბეჭდავი იყო ფოიერვერკებისა და სინათლის შოუს მონაწილეობით.

    აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისის „მილენიუმი“ თავისი არქიტექტურის გამო საზოგადოების ნაწილში უკმაყოფილებას იწვევს.

     

     


პარტნიორები