მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  აპრილი  2018

    CUBE TOWER-ის პროექტის დასრულება 2020 წლამდე გადაიდო

    აზერბაიჯანული Adog-ის ქართული შვილობილი კომპანია ბათუმში კუბის ფორმის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტს 2020 წლისთვის დაასრულებს. Cub Tower-ის პროექტის განსახორციელებლად ინვესტორს აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ ტერიტორია 2010 წელს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა, სადაც Adog Georgia-ს 2018 წლის 1 იანვრამდე მაქსიმუმ 180 ნომრიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა, თუმცა მოსახლეობის პროტესტის გამო სასტუმროს მშენებლობის ვადებმა გადაიწია.

    კომპანიის ხელმძღვანელი BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით კომპანიას ახალი ვადები დაუწესდა. ამ დრომდე ინვესტორს უკვე განხორციელებული აქვს 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია. ჯამში პროექტი 30 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც186 ნომერი განთავსდება. პროქტის ჯამური ღირებულება 30-35 მილიონი დოლარია. სასტუმროს ოპერირებას ,,Swiss Belhotel International’’ გაუწევს.

    ,,Cub Tower’’ ,,Adog’’-ის პირველი პროექტია საქართველოში. კომპანია ბათუმის შემდეგ სასტუმროს მშენებლობას თბილისშიც განიხილავდა, თუმცა როგორც მიხეილ ძოძუაშვილი ამბობს, ინვესტორი ამ ეტაპზე საქართველოში სხვა პროექტის განხორციელებას არ აპირებს.

     

     

    ტეგები


პარტნიორები