სიახლეები
-
02 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
კურორტ გოდერძიზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მოეწყობა
კურორტ გოდერძიზე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი მოეწყობა, - ამ გზით აჭარის მთავრობა კურორტზე სტუმრობის გამარტივებას გეგმავს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, უკვე შერჩეულია ტერიტორია. ბილიკის მშენებლობის 2 ვარიანტი განიხილება კერძო სექტორის ჩართულობით ან სახელმწიფო დაფინანსებით. ორივე შემთხვევაში მიზანია ბილიკი მომავალი სეზონისთვის აქტიური იყო.
მინისტრმა კურორტზე ტურისტების ზრდაზე აღნიშნა. წლიურ ჭრილში ზრდა 30%-ია.
„წელს ტურისტების მზარდი დაინტერესების გამო, კერძო კომპანიები თავად ქირაობდნენ ვერტმფრენებს, რათა კურორტზე ტურისტები შემოეყვანათ. მაგალითად ერთ-ერთმა გერმანულმა კომპანიამ ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულების ჩამოსაყვანად რამდენიმე რეისი განახორციელა“, - აღნიშნავს ბოლქვაძე.
მისი თქმით, ადგილზე 100 მლნ ლარის 10 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს.ტეგები