სიახლეები
-
02 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
ფოსტის ყოფილ შენობაში Radisson BLU Telegraph-ი 2019 წლის შემოდგომაზე გაიხსნება
თბილისში, ცენტრალური ფოსტის ყოფილ შენობაში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson BLU Telegraph-ი სავარაუდოდ, 2019 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. პროექტს კომპანია „სილ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს.
Radisson BLU Telegraph-ის მშენებლობა დაახლოებით ორი წლის დაანონსდა და როგორც მაშინ ითქვა, რუსთაველის გამზირზე სასტუმრო 2018 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულებულიყო.
თუმცა როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „სილქ როუდ ჯგუფში“ განუცხადეს, ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. საბოლოოდ მშენებლობის დასრულება კი დაახლოებით 18 თვეში - 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ სამშენებლო პროცესს 18 თვე დასჭირდება. პროექტის
საინვესტიციო ღირებულებაა - 30-35 მლნ აშშ დოლარია. ისევე როგორც „რადისონ ბლუ ივერია“, Radisson BLU Telegraph-ი კომპანია Carlson Rezidor Group მმართველობის ქვეშ იქნება“, - აცხადებენ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია შენობის სრული რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც 170-180 ნომრიან 5-ვარსკვლავიან სასტუმროს მივიღებთ.
„სასტუმროს მთავარი შესასვლელი რუსთაველის გამზირიდან ექნება. ლობი რესტორანთან და ბართან, მთავარ სამზარეულოსთან და შეხვედრების/საკონფერენციო/საბანკეტო დარბაზებთან ერთად პირველ სართულზე განთავსდება. მეორე სართული სტანდარტული ტიპის სასტუმრო ოთახებს და სპორტულ დარბაზს დაეთმობა. მესამე და მეოთხე სართულებზე კი სტანდარტული, ბიზნეს და უმაღლესი კლასის, ხოლო მე-5 სართულზე მხოლოდ ბიზნეს და უმაღლესი კლასის სასტუმრო ნომრები განთავსდება“, - განგვიცხადეს „სილქ როუდ ჯგუფში“.
ამასთან, როგორც ცნობილია, შენობის ბოლო სართული საპრეზიდენტო ნომერს და პენტ ჰაუზს დაეთმობა. სასტუმროს პირველ სართულზე კი ჯაზ კლუბის განთავსება იგეგმება.ტეგები