სიახლეები
-
02 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
ბათუმში ჩინური ელექტრომობილების ქარხანა იხსნება
ბათუმში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩინეთსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოლაპარაკებები შედგა.
აჭარის მთავრობაზე დაყრდნობით Allnews-ი წერს. რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დაწყების კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
"აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა ზურაბ პატარაძეს და ბათუმის მერს, ბატონ ლაშა კომახიძეს ჩინეთში ვიზიტი ჰქონდათ, რომლის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე შეხვედრები შედგა. ზოგადად, ბათუმის მერია ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობს, მოლაპარაკებები შედგა, მაგრამ კონკრეტული ვადები ჯერჯერობით ცნობილი არ არის" - განმარტეს აჭარის მთავრობაში.
მთავრობის ინფორმაციით, შემდეგი ეტაპია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების აჭარის რეგიონში ჩამოსვლა და დამატებითი გადაწყვეტილებების მიღება.ტეგები