სიახლეები
-
29 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
სახლის ასაშენებლად აგური, ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მასალაა
არქიტექტორ დავით კეჩხუაშვილის თქმით, სახლების ასაშენებლად ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა მასალა აგურია. იგი მიკრო ფოროვანია, ამიტომ კარგი თბოიზოლატორია და ჰაერის კონვენციას ახდენს.
როგორც “სითი კვირას” დავით კეჩხუაშვილმა განუცხადა, აგური თბილისისთვის მისაღები მასალაა, მაგრამ იგი მისაღებია პატარა სახლებისთვის.„აგურის შენობა პლასტიკურია, დროთა განმავლობაში დეფორმირდება, მაგრამ არ ინგრევა. ის საკმაოდ მისაღები მასალაა მცირე ზომის სახლებისთვის, თუმცა საქართველო და თბილისი სეისმური ზონაა და მიწისძვრის საფრთხე მაღალია. შენობების კონსტრუქცია 8-9 ბალზე იანგარიშება, ამიტომ საჭიროა მშენებლობისას რკინა-ბეტონის გამოყენება”, – აცხადებს არქიტექტორი.
მისივე თქმით მრავალსართულიანი შენობები აუცილებლად რკინა-ბეტონის კარკასზე უნდა იდგეს, ხოლო კედლების შევსება ნებისმიერი მსუბუქი სამშენებლო მასალით შეიძლება.
„თანამედროვე შენობები იდეაში ყველა უსაფრთხოა, რადგან 9 ბალზეა გათვლილი. თანამედროვე აგურის შენობებს აუცილებლად კარგი საძირკველი უკეთდება და კუთხეებში, მნიშვნელოვან კვანძებში რკინა-ბეტონის ჩანართები”, – აცხადებს დავით კეჩხუაშვილი.ტეგები