მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  მარტი  2018

    ნებისმიერი ახალი ჰესის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგოსექტორის განვითარებისთვის

    ეკონომისტი ანდრეა გვიდანმა სახელმწიფოსთვის ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე გაზეთ "რეზონანსთან" ისაუბრა.

    "მესტიაჭალა ჰესის ექსპლუატაციაში გაშვება 50 000 ოჯახის უწყვეტ ელექტრომომარაგებას ნიშნავს. ჰესის მშენებლობა უკვე 1 წელია მიმდინარეობს და როგორც ვიცით ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ქონია. დღეს მოსახლეობის გარკვეული ჯგუფის მხრიდან პროტესტი შეკითხვებს აჩენს. ნებისმიერი ახალი ჰესის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ენერგოსექტორის განვითარებისთვის. რაც შეეხება უშუალოდ მესტიაჭალა ჰესის მშენებლობას უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ჰიდროელექტროსადგური მოდინებაზე მუშაობს და, შესაბამისად, მისი გარემოზე ზემოქმედება პრაქტიკულად მინიმუმამდე არის დაყვანილი. აქედან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება და მგონია, რომ ჰესის მშენებლობის წიააღმდეგ მიმართული პროტესტი ხელოვნურად არის წამოწეული. მსგავსი პროტესტის მომსწრე ბევრჯერ ვყოფილვართ სხვადასხვა სადგურებთან მიმართებაში.

    სხვა უპირატესობებთან ერთად, ჰესებისგან ელექტროენერგიის მიღების ტექნოლოგია ჯერჯერობით ყველაზე იაფია. ეს ფაქტორები, ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების კუთხით, საქართველოს ენერგეტიკული სისტემის განვითარების სტრატეგიულობას კიდევ ერთხელ ადასტურებს", - განაცხადა ეკონომისტმა ანდრეა გვიდანმა გაზეთ რეზონანსთან ინტერვიუს დროს.

     

     

    ტეგები


პარტნიორები