მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  მარტი  2018

    მთაწმინდის საბაგიროს დასრულება 2018 წლის ბოლოს იგეგმება

    „როგორც კი ნებართვა გვექნება, ტენდერს გამოვაცხადებთ და სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ მთაწმინდის საბაგირო გზის პროექტის მთავარმა მენეჯერმა ლაშა დალაქიშვილმა განუცხადა.

     




    როგორც დალაქიშვილი პროექტის შესახებ საუბრისას აცხადებს, მშენებლობამდე სხვადასხვა მოსამზადებელი სამუშაო პროცესი იწყება.

     

    „საბაგიროს ხუთი საყრდენი ანძა აქვს და მისი ხელახლა დამონტაჟება მოხდება. უკვე დასრულებულია, როგორც კონსტრუქციული, ისე ხარჯთაღრიცხვის ნაწილის პროექტირება.





    ამ ეტაპზე სანებართვო პროცედურების განხორციელება იწყება, რათა მშენებლობაზე ნებართვა მივიღოთ და შემდგომ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისგან, როგორც პროექტის განმახორციელებელისგან სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა მოხდება. შესყიდვის პროცედურები დაიწყება, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სამსახურისგან მშენებლობის ნებართვას ავიღებთ“, - განაცხადა დალაქიშვილმა.

     

    სამშენებლო სამუშაოებს დაახლოებით 9 თვე დასჭირდება, რაც საბაგიროს მონტაჟსაც გულისხმობს. მის მონტაჟს ავსტრიული კომპანია Doppelmayr-ი განახორციელებს.
     



    მთაწმინდის საბაგიროზე მგზავრთა გადასაყვანად 20 გონდოლა იქნება გამოყოფილი.

     

    „ამ პროექტის დასრულება მიმდინარე წელს გვსურს და სავარაუდოდ 2018 წლის ბოლოსთვის მზად იქნება. როგორც კი ნებართვა გვექნება, ტენდერს გამოვაცხადებთ და სამშენებლო სამუშაოებს დავიწყებთ,“ - აღნიშნა დალაქიშვილმა.



    თავდაპირველი მიმართულებით საბაგიროს გზა სასტუმრო „რედისონიდან“ უნდა გასულიყო, თუმცა საბოლოო ადგილად მეცნიერებათა აკადემიის ეზო შეირჩა. საბაგირო მთაწმინდის პარკში რესტორან

    „ფუნიკულიორის“ წინ გაჩერდება.

     

    ქალაქ თბილისის მერიასა და ავსტრიულ კომპანია ,,DOPPELMAYR”-ს შორის 2012 წლის 5 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება მთაწმინდაზე საბაგირო გზის ფუნქციონირების აღდგენის მიზნით.
     




    მთაწმინდის საბაგირო 1990 წლის 1 ივნისს ჩამოწყდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა, ხოლო 20 გარდაიცვალა.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები