მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 27  მარტი  2018

    თვითმფრინავების ნაწილების ქარხანა მაისში გაიხსნება

    თბილისში საქართველო-ისრაელის ერთობლივი მაღალტექნოლოგიური საწარმო მაისში გაიხსნება.

    თვითმფრინავების ნაწილების ქარხნის გახსნის თარიღი - 10 მაისი - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის და კომპანია ELBIT-ის ხელმძღვანელების შეხვედრაზე დასახელდა.

    კომპანია, საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად, საქართველოში მსხვილ საინვესტიციო მაღალტექნოლოგიურ პროექტს ახორციელებს. საუბარია საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების, მათ შორის, თვითმფრინავის კარებების, აეროდინამიკური ზედაპირის, საკონტროლო პანელის დამზადებაზე. აღნიშნული ნაწილები განკუთვნილი იქნება მსოფლიოში ცნობილი თვითმფრინავების მწარმოებელი ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვ. ამისთვის ქართულმა და ისრაელის მხარემ დააფუძნეს ერთობლივი კომპანია საქართველოში სს "“Aerostructure TechnologiesCyclone’’ (ATC)".

    ახალი საწარმო იქნება Elbit Systems-ის ქარხნის ანალოგი (მდებარეობს ისრაელში, ქალაქ ჰაიფაში)და შეძლებს გამოუშვას პროდუქცია ELBIT SYSTEMS-CYCLONE-ის ბრენდის ქვეშ.

    სრული საინვესტიციო მოცულობა 93 მლნ აშშ დოლარია. პროექტმა უნდა დაასაქმოს 300 ადგილობრივი მუშახელი, რომლებიც გადამზადდებიან ავიაციის წარმოების ბაზარზე წამყვანი სპეციალისტების მიერ.

    პროდუქციის 100% იქნება ექსპორტზე ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. სრულ წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-7 წელი), საწარმოს წლიური გაყიდვები იქნება 60 მლნ აშშ დოლარზე მეტი.

    ამჟამად დასკვნით ეტაპზეა ქარხნის მშენებლობა და აღჭურვა. გეგმის მიხედვით, ყველა სამუშაო დასრულდება 2018 წლის აპრილის ბოლომდე. მშენებლობის დასრულების შემდეგ, წლის ბოლომდე, დაგეგმილია სერტიფიცირების ყველა პროცედურის გავლა, რის შემდეგ ქარხანა პროდუქციის გაყიდვას დაიწყებს.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები