მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  მარტი  2018

    შიდა ქართლში შესაძლოა ცხოველთა საერთაშორისო დონის თავშესაფარი აშენდეს

    ააიპ „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრმა“ შეიმუშავა და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით 22 მარტს გორში წარადგინა პროექტის პრეზენტაცია.

    პროექტების მართვის მენეჯერი ლაშა გეგეჭკორი "THouse.Ge "სთან საუბრობს

    საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი თავშესაფარი რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტს მოემსახურება. ობიექტი თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით იქნება აღჭურვილი და მოიცავს: ექოსკოპიის და რენტგენის აპარატს, სრულყოფილ ლაბორატორიას და სხვადასხვა დანიშნულების ცხოველთა განთავსების ვოლიერებით. ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება: თავშესაფრის მართვის ბლოკი, სპეცავტომანქანების პარკი, ინდივიდუალური საკანალიზაციო გამწმენდი სისტემა, სახანძრო და უსაფრთხოების ვიდეოსისტემები, ტერიტორიის გამწვანების ავტომატური სისტემა, საკარანტინო, სამედიცინო და პოსტოპერაციული ბლოკი. თითოეულ ვოლიერს ექნება დამოუკიდებელი საკანალიზაციო ტრაპი, რომლებიც შეუერთდება დახურულ-ვიმეორებ,100%-ით დახურულ სადრენაჟო სისტემას, რომელიც ჩაედინება გამწმენდ ნაგებობაში და ტუმბოს მეშვეობით დაბრუნდება ვოლიერების გასაწმენდ სისტემაში. პროექტი ასევე ითვალისწინებს ტერიტორიის განათების ჰელიოსისტემას, რაც ელექტროენერგიის დაზგვის და ვოლიერების გათბობის ეკონომიური საშუალებაა.
     

     

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები