სიახლეები
-
26 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
ჭიათურის მაღაროში დაღუპული მუშის ცხედარი იპოვეს
ჭიათურის შუქრუთის მაღაროში დაღუპული მუშის ცხედარი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია თითქმის ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შემთხვევა დღეს დილით 05:00 საათზე მოხდა. მაღაროს ჩამონგრევის შედეგად გვირაბგამყვანის პოზიციაზე მომუშავე 45 წლამდე ზაზა აბრამიშვილი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა და გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.ტეგები