სიახლეები
-
26 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
პანკისში მესამე ჰესის მშენებლობა დაიწყო, ალაზანს 4.5 კმ-ზე მილებში მოაქცევენ
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება კი „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ.
სოფელ ბირკიანში, მდინარე ალაზანზე 5.4 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის ასაშენებლად, სატვირთო მანქანებს უკვე გადააქვთ 2 მეტრი დიამეტრის უზარმაზარი მილები.
„ხადორი 3“ ჰესი საცხოვრებელი სახლებიდან 90 მეტრშია. მოსახლეობა სოფელთან ასე ახლოს ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.
„ჩვენი ერთადერთი შემოსავალი საქონელია. ბირკიანს ისედაც პატარა საძოვარი აქვს. ნაკრძალში საქონელს არ უშვებენ. რიყეზე კი, მდინარის პირას, ზაფხულში გვალვის დროს ისედაც ბალახის პრობლემა გვქონდა და ახლა, წყალი რომ აღარ იქნება მდინარის კალაპოტში, ეს პრობლემა უფრო გამწვავდება.ტეგები