სიახლეები
-
26 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა უცხოელებზე აიკრძალება
სოფლის მეურნეობის სექტორში კლების ფონზე მიწის შესახებ კანონი, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.
კანონპროექტი მზად აპრილის დასაწყისში იქნება, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა უცხოელებზე აიკრძალება, თუმცა სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში, მთავრობას განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია რჩება.
"უცხო ქვეყნის ფიზიკურ პირზე მიწის გასხვისება იკრძალება, მაგრამ ხელმისაწვდომი იჯარის ფორმით რჩება. ასევე საუბარია, რომ საქართველოში დარეგისტრირებულ სუბიექტში თუ საქართველოს მოქალაქეს წილის 50%-ზე მეტი აქვს, ნასყიდობა ასევე პრობლემა არ იქნება. სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა პორტი, სამთო განვითარების პროექტები, მასშტაბური ჰესების პროექტები, გამონაკლისის სახით გადაწყვეტილების მიღების დისკრეცია რჩება მთავრობას", - განუცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ BM.ge-ს.
2017 წელს, სოფლის მეურნეობაში, ნადირობასა და თევზჭერაში მშპ-ს მოცულობა 2.672 მლრდ ლარი იყო. წლიურ ჭრილში კლებაა 2,7 %-ით, ასევე 2.7%-იანი კლებაა შინამეურნეობების მიერ პროდუქციის გადამუშავების სექტორში.
აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობა მშპ-ს 8.2% აგენერირებს. 2016 წელს დარგში 0.3%-იანი ზრდა იყო.ტეგები