მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ივნისი  2016

    პრომეთეს მღვიმეში ვიზიტორების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა

    მიმდინარე წელს პრომეთეს მღვიმეში ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „კომერსანტს" დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წელს ქვეყანაში ძალიან გააქტიურებულია შიდა ტურიზმი.

    მაგალითად, როგორც მოისწრაფიშვილი განმარტავს, ვიზიტორების 60 პროცენტს ადგილობრივები არიან. „დილით სალაროს გახსნისას მთელი დღის ბილეთები იყიდება. ქართველები წელს ძალიან გააქტიურდნენ. სეზონი კი ახლა დაიწყო და იმედი გვაქვს, რომ გასული წლისგან განსხვავებით წელს ვიზიტორების კიდევ უფრო გაუმჯობესებული მჩვენებელი გვექნება," - აცხადებს მოისწრაფიშვილი.

    მისი განმარტებით, წელს პრომეთეს მღვიმეში ახალი სერვისები და მომსახურებები არ იქნება, თუმცა, მომავალი წლისთვის დაგეგმილია ახალი საგამოფენო დარბაზის და მუზეუმის გახსნა. ამ მიმართულებით გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

    მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ პრომეთეს მღვიმეში მიმდინარე სეზონისთვის დაგეგმილი იყო ახალი, სანაოსნო ტურისტული მარშრუტის შექმნა, რომელიც ცალკეულ მღვიმეებს – "პრომეთეს", "ოფიჭოს" და "ღლიანას" გააერთიანებდა. მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მარშრუტის კვლევა, რომელიც წელს დასრულდება. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმება პროექტის დაწყების და დასრულების ვადებიც.

    მოისწრაფიშვილი ამბობს, რომ მღვიმეში წესრიგშია განათება, სანაოსნო და საფეხმავლო ბილიკი და ამ ეტაპზე მომხმარებლებისთვის კვლავ სტანდარტული მომსახურება აქვთ. მღვიმეში საფეხმავლო ბილიკით სარგებლობა ზრდასრულთათვის 7 ლარი, ხოლო, მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 3.5 ლარი ღირს, ხოლო სანაოსნო 7 ლარი.

    მღვიმის ბილიკის სიგრძე შეადგენს 1,420 მეტრს, ხოლო კიბის რაოდენობა 800 ერთეულს; ზამთარ-ზაფხულ მღვიმეში მუდმივი ტემპერატურა +140C-ია.


პარტნიორები