სიახლეები
-
არქიტექტურის საქალაქო სამსახური 27 ვაკანტურ ადგილზე კონკურსს აცხადებს
თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის საქალაქო სამსახური 27 ვაკანტურ ადგილზე ღია კონკურსს აცხადებს.
კონკურსის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა და მათგან საუკეთესო კანდიდატების შერჩევა.
კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომიის მიერ. კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე – www.hr.gov.ge, შეარჩიოს სასურველი ვაკანსია და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონდე სპეციალისტს, მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

ტეგები




