მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  მარტი  2018

    თბილისში მარიოტის ქსელის კუთვნილი Moxy-ს სასტუმრო გაიხსნა

    თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე „მარიოტის ქსელის უახლესი ეკონომ სეგმენტის ბრენდის MOXY–ის 130 ნომრიანი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასტუმრო 19 მარტს გაიხსნა და სტუმრების მიღებაც დაიწყო. საოფისე ფართების, რესტორნებისა და სასტუმროსგან შემდგარი ფართები 10 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. MOXY-ს მშენებლობაში სულ 25 მილიონი აშშ დოლარი ჩაიდო.



    როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ჩეჩელაშვილმა განაცხადა, სტუმრების მხრიდან ახალი სასტუმროთი დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა. ხოლო, შემოდგომაზე სასტუმროში ორი რესტორნის ფილიალის „პურიგულიანისა“ და „ჩელას“ გახსნა იგეგმება.



    „სასტუმრო - MOXY–ი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის, ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მოსახერხებელი, კომფორტული მომსახურებისა და ხელმისაწვდომი ფასის კომბინაციას“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

     

    „ჯი-ემ-თი ჯგუფსა და „მარიოტს შორის სასტუმრო MOXY–ის მართვის ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა. MOXY–ი აღნიშნული მსოფლიო ქსელის ბრენდია.



    MOXY–ი საშუალო და დაბალბიუჯეტიანი მომხმარებლის დასაკმაყოფილებლად სპეციალურად შეიქმნა. მისი პირველი სასტუმრო 2014 წლის სექტემბერში მილანში გაიხსნა. თბილისში დაგეგმილი პროექტი კი, აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით ასევე პირველი იქნება.



    პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ს სამთავრობო სააგენტო „ოპიკმა, რომელიც „ჯი-ემ-თი ჯგუფის სტრატეგიული პარტნიორია და მის მიერ განხორციელებულ ყველა პროექტში მონაწილეობს.

     

    „ჯი-ემ-თი ჯგუფს კერძო ამერიკელ ინვესტორებთან და ამერიკის სამთავრობო სააგენტო ოპიკთან ერთად საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს შემდეგი პროექტები: სასტუმრო თბილისი მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი, ა კლასის საოფისე ფართი „ჯი-ემ-თი პლაზა, რძისა და წვენების მწარმოებელი კომპანია სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები და მთაწმინდის ყოფილი რესტორან ფუნიკულიორის აღდგენა - რეკონსტრუქცია.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები