სიახლეები
-
22 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყობა
მიმდინარე წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში - ჯანდარა, ვახტანგისი, ქესალო და ნაზარლო, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იგეგმება. პროექტის მიხედვით მოასფალტდება გზის 10, 43 კილომეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 597 729.14 ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე გამოცხადებულია სახელმწიფო ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად, წინადადებების მიღება 11 აპრილს დასრულდება.ტეგები